MediGeo შეიქმნა იმისთვის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ქართველ ემიგრანტებს სამშობლოს საუკეთესო ექიმებთან კონსულტაცია შეძლებოდათ — მარტივად, სწრაფად და მშობლიურ ენაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ სამედიცინო კონსულტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ენობრივი ბარიერი ხშირად ართულებს ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებას.
MediGeo აერთიანებს გამოცდილ ქართველ ექიმებს ერთ პლატფორმაზე, სადაც პაციენტს შეუძლია აირჩიოს სასურველი სპეციალისტი, დაჯავშნოს კონსულტაცია და მიიღოს პროფესიონალური რჩევა ონლაინ.
ჩვენი მიზანია ყველა ქართველ ემიგრანტს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე მშობლიურ ენაზე.
1+
ექიმი
1+
პაციენტი
8
სპეციალობა
24/7
ხელმისაწვდომი
პრინციპები, რომლებზეც ჩვენი სერვისი დგას.
ყველა ჩვენი ექიმი ვერიფიცირებულია. თქვენი პერსონალური ინფორმაცია სრულად დაცულია.
ჯავშნის დადასტურება და ექიმთან კავშირი ხდება მაქსიმალურად სწრაფად, რათა არ დაკარგოთ დრო.
თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მიდგომა და ყურადღებიანი მომსახურება.
აირჩიეთ სპეციალისტი და დაჯავშნეთ კონსულტაცია რამდენიმე წუთში.
დაჯავშნე ეხლა